Black Friday მოდის. კამერები, ჩამწერები და Wi-Fi კამერები. ნახეთ კატალოგი →

ღამის დაცვა

ეზოს დაცვა ღამით

ფერადი გამოსახულება ღამით ყველაზე მნიშვნელოვან წერტილებზე.

ფასი მონტაჟით2 434 ₾შეფასებითი ფასი, მონტაჟით. ზუსტ ფასს ობიექტის დათვალიერების შემდეგ ვადასტურებთ.

ვისთვის

სახლი ან ობიექტი, სადაც ღამით ჭიშკარი, ავტოსადგომი ან ეზო უნდა ჩანდეს ფერადად და უკეთ, ვიდრე ინფრაწითელი განათებით.

კამერები
2 × 4MP ColorVu კამერა (ფერადი სურათი სიბნელეში) და 2 × 4MP IP კამერა
ღამით
ColorVu: ჭკვიანი ჰიბრიდული განათება, 50 მ-მდე. სხვა ორ კამერაზე ინფრაწითელი 50 მ-მდე.
ჩამწერი და დისკი
4-არხიანი PoE ჩამწერი ლითონის კორპუსით, 2TB დისკი და UPS 600VA

რა შედის პაკეტში

  • 2 ც.4MP ColorVu კამერა, ფერადი ღამითHiLook IPC-B449HA-LU 4mm
  • 2 ც.4MP IP გარე კამერაHiLook IPC-B440HA 4mm
  • 1 ც.4-არხიანი PoE NVRHiLook NVR-104MH-D/4P
  • 1 ც.2TB მყარი დისკიWD Purple WD23PURZ
  • 1 ც.UPS 600VAKSTAR KS-UA600

კამერების განლაგების მაგალითი

მისაღებისამზარეულოსაძინებელიავტოსადგომი1234
  1. ჭიშკარი და ავტოსადგომი (ColorVu)
  2. შესასვლელი კარი
  3. ეზო და გვერდითი მხარე (ColorVu)
  4. უკანა ეზო

საილუსტრაციო განლაგება. რეალურ პოზიციებს ობიექტის დათვალიერებისას ვარჩევთ.

რას მოიცავს მონტაჟი

  • კამერების დამაგრება, მიერთება და მიმართულების მორგება
  • კაბელი, კონექტორები და გოფრირებული მილი: ≈ 20–25 მ ერთ კამერაზე
  • ჩამწერისა და მყარი დისკის მომართვა
  • აპლიკაცია თქვენს ტელეფონზე: ვაჩვენებთ, როგორ უყუროთ პირდაპირ ეთერს, მოძებნოთ და შეინახოთ ჩანაწერი

რა ფასდება ცალკე

  • ფასი შეფასებაა და ეფუძნება აღჭურვილობის მიმდინარე ფასებს. საბოლოო ფასს ობიექტის დათვალიერების შემდეგ ვადასტურებთ.
  • ფასში შედის ≈ 20–25 მ კაბელი ერთ კამერაზე. უფრო გრძელი ხაზი, დამატებითი კამერა ან აღჭურვილობა ცალკე ფასდება.
  • ინტერნეტი და როუტერი ფასში არ შედის. ჩაწერა ინტერნეტის გარეშეც მუშაობს, ტელეფონიდან ყურებას კი ინტერნეტი სჭირდება.

ჩანაწერის ხანგრძლივობა (შეფასება)

4 კამერა × 4MP, 24-საათიანი ჩაწერა: ჩვეულებრივ ≈ 10–20 დღე 2TB დისკზე (≈ 2–4 Mbit/s კამერაზე).

ჩანაწერის ხანგრძლივობა შეფასებაა: დამოკიდებულია კამერის პარამეტრებზე (ბიტრეიტი), მოძრაობის რაოდენობაზე და ჩაწერის რეჟიმზე. მონტაჟისას ვაყენებთ და ვამოწმებთ.

გაუმჯობესების ვარიანტები

  • ოთხივე კამერა ColorVu: ფასს გეტყვით
  • უფრო დიდი დისკი (4TB) ჩანაწერის უფრო დიდხანს შესანახად

როგორ ვმუშაობთ

პირველი ზარიდან სისტემის ჩაბარებამდე ოთხი ნაბიჯია.

  1. დაგვიკავშირდით

    დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ და მოგვიყევით, რისი დაცვა გსურთ.

  2. დათვალიერება

    ადგილზე ვნახავთ ობიექტს, ვარჩევთ კამერების წერტილებს და კაბელის გზას.

  3. ფასის შეთანხმება

    სამუშაოს დაწყებამდე მიიღებთ დეტალურ ფასს აღჭურვილობითა და მონტაჟით.

  4. მონტაჟი და ჩაბარება

    ვამონტაჟებთ, ვამოწმებთ თითოეულ კამერას და ვაყენებთ აპლიკაციას თქვენს ტელეფონზე.

ხშირი კითხვები

რას ნიშნავს ColorVu?

ColorVu კამერას აქვს მგრძნობიარე სენსორი და ჩაშენებული განათება, ამიტომ სიბნელეშიც ფერად სურათს იწერს. ჩვეულებრივი კამერა ღამით შავ-თეთრად იწერს.

რამდენ ხანს იმუშავებს სისტემა დენის გათიშვისას?

UPS ჩამწერსა და კამერებს დენის მოკლე გათიშვისას აკვებს. ზუსტი დრო დამოკიდებულია დატვირთვაზე, ამიტომ მონტაჟისას ვამოწმებთ და გეტყვით.

რამდენ ხანს ინახება ჩანაწერი?

4 კამერის 24-საათიანი ჩაწერისას ჩვეულებრივ 10–20 დღე 2TB დისკზე. ეს შეფასებაა და დამოკიდებულია პარამეტრებზე.

მოითხოვეთ ფასი ამ პაკეტზე

დაგიკავშირდებით, დავაზუსტებთ დეტალებს და შევათანხმებთ დათვალიერების დროს.

თბილისი და შემოგარენი. სამუშაო საათები: ყოველდღე, 10:00–22:00.