დაშვების კონტროლის სისტემები

დაშვების კონტროლით კარი მხოლოდ მათთვის იღება, ვისაც უფლება აქვს: ბარათით, კოდით ან თითის ანაბეჭდით. სისტემა ინახავს, ვინ და როდის შევიდა.

რა შედის დაშვების კონტროლში

  • ბარათისა და კოდის წამკითხველი
  • თითის ანაბეჭდის მოწყობილობა
  • ელექტროსაკეტი და გასასვლელი ღილაკი
  • შესვლების ისტორია
  • ბარათების და მომხმარებლების დამატება და წაშლა

სად გამოიყენება

ოფისებში, საწყობებში, სადარბაზოებსა და ტექნიკურ ოთახებში, სადაც გასაღების გაცემა მოუხერხებელია ან უნდა იცოდეთ, ვინ შევიდა. ძირითადად ვიყენებთ ZKTeco-ს აღჭურვილობას.

სად ვმუშაობთ

თბილისი და შემოგარენი. სამუშაო საათები: ყოველდღე, 10:00–22:00.

როგორ ვმუშაობთ

პირველი ზარიდან სისტემის ჩაბარებამდე ოთხი ნაბიჯია.

  1. დაგვიკავშირდით

    დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ და მოგვიყევით, რისი დაცვა გსურთ.

  2. დათვალიერება

    ადგილზე ვნახავთ ობიექტს, ვარჩევთ კამერების წერტილებს და კაბელის გზას.

  3. ფასის შეთანხმება

    სამუშაოს დაწყებამდე მიიღებთ დეტალურ ფასს აღჭურვილობითა და მონტაჟით.

  4. მონტაჟი და ჩაბარება

    ვამონტაჟებთ, ვამოწმებთ თითოეულ კამერას და ვაყენებთ აპლიკაციას თქვენს ტელეფონზე.

ხშირად დასმული კითხვები

რა ხდება, თუ ბარათი დაიკარგა?

დაკარგულ ბარათს სისტემიდან წაშლით და ის კარს ვეღარ გააღებს. ახალ ბარათს რამდენიმე წუთში დაამატებთ.

შეიძლება დაშვების კონტროლის დომოფონთან ერთად დაყენება?

დიახ. სადარბაზოში ხშირად ერთად ვამონტაჟებთ: სტუმრები დომოფონით რეკავენ, მცხოვრებლები კი ბარათით ან კოდით შედიან.

დაჯავშნეთ დათვალიერება

დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ, მოგვიყევით, რა გჭირდებათ, და შევათანხმებთ ობიექტის დათვალიერების დროს.